პორტმონე V1 - ბუტერო მწვანე და მუქი ყავისფერი

250 ₾

V1 100%-ით ხელნაკეთი პორტმონე დამზადებულია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრემიუმ ხარისხის იტალიური ტყავისგან Walpier Buttero. ნაკერი შესრულებულია უმაღლესი ხარისხის იაპონური Nagai Yoriito-ს პოლისტერის ძაფით Supersew MBT #8. საფულეში გამოყენებულია არატოქსიკური იტალური წებო Intercom Ecostick 1816B. გვერდები დამუშავებულია და გაპრიალებულია საუკეთესო იაპონური Seiwa-ს გვერდის დასამუშავებელი საშუალებით Tokonole, ხოლო დასრულებული პროდუქტზე გადასმულია მცენარეულ ინგრედიენტებზე დამზადებული ამერიკული Smith's-ის ტყავის ბალზამი, რომელიც არბილებს და ატენიანებს ტყავს. მახასიათებლები: - 7 ბარათის ჯიბე (1 დამალული ბარათის ჯიბე). - 2 განყოფილება კუპიურებისთვის (იდეალურია ლარის, დოლარის და ევროს კუპიურებისთვის). - 1 ელვიანი განყოფილება. - ზომა დახურულ მდგომარეობაში: 19x9 სმ - ზომა გაშლილ მდგომარეობაში: 19x19 სმ ფასში შედის: უფასო მიტანა თბილისის მასშტაბით. ბრენდირებული ყუთი და ბრენდირებული პარკი. იდეალურია სასაჩუქრედ.

მარაგშია: 1 ცალი

ყოველი პროდუქტი შეფუთულია და მზად არის სასაჩუქრედ. პროდუქტი პირველ რიგში იფუთება კრაფტის ქაღალდში, რომელიც თავსდება ბრენდირებულ ქაღალდის ყუთში, რომელიც თავის მხრივ თავსდება შავ ბრენდირებულ ქაღალდის პარკში. პროდუქტებს თან ახლავთ იტალიის რეგიონის - ტოსკანიის Vegetable Tanned ტყავის მწარმოებელთა ასოციაციის ხარისხის დამადასტურებელი უნიკალური ტეგი

ამჟამად პროდუქციის მიწოდება ხდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით. შეკვეთის შემდგომ პროდუქტი კლიენტამდე იგზავნება კომპანია OnWay-ს საკურიერო სერვისით. შეკვეთის მიწოდება ხდება 1-2 დღეში. საკურიერო სერვისი მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. შეკვეთის გამოზავნის შემდეგ SMS-ის სახით მიიღებთ თრექინგ ნომერს რომლითან OnWay.ge-ზე შეძლებთ თვალი ადევნოთ თქვენი შეკვეთის გადაადგილებას.

მსგავსი პროდუქტები